კაცის სურნელი

მირკა ვავრინეცს ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად აქვს

ბოლო პერიოდში, როჯერ ფედერერი ქალი ჩოგბურთელების მხრიდან „შეტევის“ ობიექტი გახდა. ჯერ იყო და რუმინელმა სიმონა ჰალეპმა საჯაროდ გაამხილა, რომ დაუსახლებელ კუნძულზე სიამოვნებით წავიდოდა შვეიცარიელთან ერთად, ახლა კი ამერიკელი სლოან სტივენსი სულაც ინტიმურ დეტალებში შეიჭრა და განაცხადა, რომ როჯერში ყველაზე მეტად მისი სურნელი იზიდავს.

 

„როჯერი ყოველთვის ისეთ სასწაულ რაღაცეებს აკეთებს, ძნელია თავში და გონებაში დაალაგო, თუმცა ყველაზე მეტად მისი კორტზე მოქმედებები კი არა, სურნელი მომწონს, როგორც მატჩამდე, ასევე მის შემდეგ“ - ამბობს ამერიკელი მეჩოგნე, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია.

 

 

მოგვაინებით სტივენსმა იგივე საკუთარ თვითერის გვერდზეც გაიმეორა: „დიახ, ეს სიმართლეა. როჯერ გაგვიმხილე საიდუმლო, როგორ ახერხებ ამას“?

 

ისე, ცნობისთვის გოგონებო, როჯერ ფედერერი დაოჯახებულია და ოთხი შვილის მამაა. მოკლედ, მირკა ვავრინეცს ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად აქვს.

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.