1979, ენფილდი, ლივერპული-დინამო 2:1 (+VIDEO)

1979 წლის 19 სექტემბერი. ლივერპულის ენფილდ როუდი. ამ დღეს თბილისის დინამომ ისტორიაში პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე.

 

 

უნიკალური კადრებია: ნოდარ ახალკაცის გუნდმა სტუმრად 2:1 წააგო, მერე კი შინ, როგორც იცით, 3:0 გაანადგურა იმ დროისთის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. ენფილდზე ალექსანდრე ჩივაძის გოლმა დინამოს მშვენიერი შანსი მისცა... ისე, ნახეთ სად არის ჩივაძე - ცენტრალური მცველი ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და ზუსტადაც დაარტყა.

 

ლივერპული - დინამო 2:1

 

გოლები: 1:0 ჯონსონი (21), 1:1 ჩივაძე (34), 2:1 კეისი (45)