ბაიერნი ხამესზე ჩამოყალიბდა

მიუნხენის ბაიერნის მესვეურებმა ხამეს როდრიგესზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. 

Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ ხამეს როდრიგესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული წყაროს ცნობით, გერმანელები ზაფხულში ფეხბურთელის რეალიდან გამოსყიდვას შეეცდებიან.

 

ამ მომენტში კოლუმბიელი რეკორდმაისტერში იჯარის წესით თამაშობს და განათხოვრების ვადა სეზონის ბოლოს იწურება. როდრიგესი კოვაჩის გუნდს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ხამესმა 20 შეხვედრა ჩაატარა და გუნდს 3 გოლით დაეხმარა.

 

აქვე გეტყვით, რომ ხამესის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით 42 მილიონი ევროა. რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერები 54 ქულით მეორე ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ბაიერნი ლივერპულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.