ფედერერი: ბასილაშვილმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა

ფედერერი და ბასილაშვილი ერთმანეთს ერთხელ - 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში დაუპირისპირდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წლის პირველი მასტერსი გახურებულა. ინდიან უელსში ტოპ ჩოგბურთელები შეიკრიბნენ და მათ შორის ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის. რა თქმა უნდა ინდიან უელსშია როჯერ ფედერერი, რომელსაც აღნიშნული მასტერსი 5-ჯერ აქვს მოგებული, კარიერაში კი უკვე 100 ტიტული მოიხვეჭა.

 

როჯერ ფედერერის პირველი მეტოქე გერმანელი პეტერ გოჯოვჩიკი იქნება, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდოელ გუნესვარანს დაუპირისპირდება.

 

ამასობაში შვეიცარიელმა მაესტრომ ინდიან უელსში პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მრავლისმომცველი გამოდგა. როჯერ ფედერერმა ბევრისთვის მოულოდნელად ნიკოლოზ ბასილაშვილზეც ისაუბრა:

 

„კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მას ავსტრალიის ღია პირველობაზე დავუპირისპირდი. შესაძლოა მაშინ ის ამ დონეზე არ იმყოფებოდა, მაგრამ მისმა ძალამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ნიჭია, რომელიც მას არასდროს აკლდა. 

 

ასევე მინდა ავღნიშნო ამერიკის ღია პირველობაზე ბასილაშვილის და ნადალი მატჩი, რომელიც ცენტრალურ კორტზე გაიმართა. ქართველი ჩოგბურთელით მაშინაც მოვიხიბლე. მასზე დეტალურად საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ის ყველაფერს სწორად აკეთებს და პროგრესიც ამიტომ აქვს. ჩოგბურთში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნებისყოფაა, რაც ბასილაშვილს ნამდვილად აქვს“ - აღნიშნა როჯერ ფედერერმა.

 

ფედერერი და ბასილაშვილი ერთმანეთს ერთხელ - 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში დაუპირისპირდნენ და შვეიცარიელმა მაესტრომ 3 სეტში იმარჯვა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.