პროგნოზი: ვალიადოლიდი-რეალი

პროგნოზი: ვალიადოლიდი-რეალი

ვალიადოლიდი-რეალი

დრო: 10 მარტი, კვირა, 23:45 საათი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსარო (ესპანეთი, 35)

სტადიონი: მუნისიპალი (ვალიადოლიდი)

სატურნირო მდგომარეობა

ვალიადოლიდმა პირველი წრე კარგად ჩაატარა, თუმცა შობის შემდეგ, ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და გასავარდნი ზონის სიახლოვეს დაქვეითდა. 26 ქულა ლა ლიგაში წელს დაბრუნებულ გუნდს მე-16 ადგილზე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. ბურთების შეფარდება - 20:34.

რეალმა ხანგრხლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული მეორე ადგილი კვლავ დაკარგა და 48 ქულით მესამე პოზიციას სჯერდება. სანტიაგო სოლარის გუნდს, რომელიც ფაქტობრივად ყველა ტურნირიდან გამოთიშულია, 43 გატანილი და 31 გაშვებული გოლი აქვს.


სათამაშო ფორმა

რეალისთვის წინა თვე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. გუნდმა ერთ კვირაში სანტიაგო ბერნაბზეუზე გამართული ორი ელ კლასიკო წააგო და ჯერ კოპა დელ რეიდან გამოვარდა, მერე კი ლა ლიგის მოგების შანსი ფაქტობრივად დაკარგა. ამას ამსტერდამის აიაქსთან ჩემპიონთა ლიგაში, საკუთარ არენაზე განცდილი მძიმე მარცხი (1:4) და ზედიზედ სამჯერ მოგებული ტურნირიდან გამოვარდნა მოჰყვა.

რეალმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და ერთი მოიგო.

გასაკვირია, თუმცა ცუდი ფორმის მიუხედავად, რეალი მეტოქის არენაზე უფრო კარგარ თამაშობს. სტუმრად ჩატარებული ბოლო სამი მატჩი გუნდმა გამარჯვებით დაასრულა, ხოლო ბოლო 12-დან ერთადერთი დათმო.

რეალმა სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

მადრიდის რეალმა ლა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში ორივე ტაიმი მოიგო.

ლა ლიგაში რეალის მიერ სტუმრად ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

რეალმა ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქის არენაზე სტუმრად ჩატარებული 4 მატჩი მოიგო.

ბლანკოსებმა ლა ლიგაში სტუმრად გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

ვალიადოლიდს ზედიზედ სამი წაგება და ბოლო 13 მატჩიდან ერთადერთი მოგება აქვს.

ვალიადოლიდმა საშინაო არენაზე უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო და სამჯერ დამარცხდა.
ვალიადოლიდმა ლა ლიგაში ბოლო სამი მატჩი წააგო.

ურთიერთშეხვედრები

ბოლო 8 შეხვედრიდან 7 რეალმა მოიგო, 1 კი ფრედ დასრულდა.

ბოლო 8 მატჩიდან 7-ში რეალმა მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

ბოლოს, ვალიადოლიდმა შინ 11 წლის წინ მოიგო.

21-ე საუკუნეში ვალიადოლიდმა რეალს მხოლოდ 2 მატჩი მოუგო.



დანაკლისი


ვალიადოლიდი: ლუისმი, პლაზა, ტონი, ბორხა, კალერო.


რეალი: კარვახალი, ლორენტე, ვასკესი, რამოსი, ვინიციუსი.


სავარაუდო შემადგენლობა


ვალიადოლიდი: მასიპი (მეკარე); ნაჩო, კალერო, ოლივასი, მოიანა (მცველები); მოჰამედი, ალკარესი, მიშელი (ნახევარმცველები); პლანო, გვარდიოლა(თავდამსხმელები).


მთავარი მწვრთნელი: სერხიო გონსალეს სორიანო (ესპანეთი).


რეალი: კურტუა (მეკარე); ოდრიოსოლა, ვარანი, ნაჩო, რეგილონი (მცველები); მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ნახევარმცველები); სებალიოსი, ბენზემა, ასენსიო (თავდამსხმელები).


მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა).


პროგნოზი



რეალს საშინელი პერიოდი ჰქონდა. გუნდმა ერთ კვირაში ფაქტობრივად ყველა შესაძლო ტიტულის მოგების შანსი დაკარგა. ერთადერთი ტურნირი, სადაც სამეფო კლუბი ამ სეზონში კვლავ გამოვა, ლა ლიგა იქნება. ძლიერ და პრინციპულ მეტოქეებთან რამდენიმე მძიმე მარცხის შემდეგ, ბლანკოსები დაგეშილები იქნებიან და ვალიადოლიდის იოლ ნადავლად გამოყენებას შეეცდებიან. რეალი პირველივე წუთებიდან შეუტევს და ადვილი სავარაუდოა, რომ ცუდ ფორმაში მყოფი ვალიადოლიდის დამარცხებას მარტივად მოახერხებს.

 

რეალი მოიგებს @1.65
#mce_temp_url#


გოლს ორივე გუნდი გაიტანს @ 1.65#mce_temp_url#


სავარაუდო ანგარიში: 1:2 @8.25#mce_temp_url#