დანავსული ინდიან უელსი

ბასილაშვილი ტურნირზე მე-17 ნომრად იყო განთესილი

ნიკოლოზ ბასილაშილისთის ინდიან უელსის მასტერსი დასრულებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა, მოულოდნელად ინდოელ პრაინეშ გუნასვარანთან 3 სეტში - 4:6, 7:6, 6:7 წააგო და გულშემატკივარსაც იმედები გაუცრუა.

 

ინდოელი მეჩოგნე რეიტინგის 97-ე ნომერია და ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ საჩოგბურთო სამყაროში მისი სახელი უცნობია, თუმცა ინდიან უელსის კორტებზე ორი სენსაცია უკვე გამოაცხო. გუნასვარანმა ჯერ იყო და ფრანგი ბენუა პერი დაამარცხა, შემდეგ კი ჩვენებურ ბასილაშვილსაც აჯობა.

 

ბასილაშვილი ტურნირზე მე-17 ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრშიც მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ მისთვის სასტარტო მატჩში ვერაფერი გააწყო და ჩემოდნების ჩალაგება ნაადრევად მოუხდა.

 

 

ინდიან უელსის მასტერი ქართველი ჩოგბურთელისთვის თითქოს დანავსულივითაა, რადგან ბასილაშვილი აქ უკვე ზედიზედ მეორე წელია პირველი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს.

 

გუნასვარანთან გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ივო კარლოვიჩს დაუპირისპირდებოდა, ახლა კი მას 29 წლის ინდოელი გაეჯიბრება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.