ინსინიეს ფასი დაადეს

ნეაპოლეტანელები გრანდებს დიდ ფულს სთხოვენ 

ლორენცო ინსინიე ნაპოლიში შესაძლოა ბოლო სეზონს ატარებდეს. არახალია, რომ მისით რამდენიმე გუნდი ინტერესდება. პსჟ, ლივერპული და მანჩესტერ სიტი იმ კლუბების ჩამონათვალია, რომელთა მესვეურებსაც იტალიელის საკუთარ გუნდში ხილვა სურთ.

 

Correire Dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გუნდი მზადაა ინსინიეს შეელიოს, ოღონდ ერთი პირობით. ნაპოლის მესვეურები ინსინიეს გაშვებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ფეხბურთელის მსურველი გუნდი 100 მილიონ ევროს გადაიხდის. 24-ე ნომერი სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და რა გასაკვირია, რომ ნეაპოლეტანელები მას მარტივად არ თმობენ.

 

27 წლის ფეხბურთელი ნაპოლის ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ სეზონში მან 33 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.