ზიდანი საქმეშია

ფრანგი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა

ზინედინ ზიდანი იუვენტუსთან მოლაპარაკებებს მართავს. როგორც ცნობილია, ფრანგი უკვე ტურინშია და ბიანკონერის მესვეურებს ხვდება. ამის შესახებ La Stampa-დან ვიგებთ.

 

მოგეხსენებათ ზიზუმ წინა სეზონში რეალი დატოვა და მას მერე უმუშევარია. ფრანგი სპეციალისტის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ზიზუ ახალ გუნდში მუშაობის დაწყებას არ ჩქარობს. არახალია, რომ მისით ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ-ც ინტერესდებიან. 

რაც შეეხება იუვენტუსს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გრანდი სერია ა-ს სათავეში სერიოზული ჰანდიკაპითაა, გუნდის მესვეურები ალეგრის მუშაობით მაინც უკმაყოფილონი არიან. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ იუვენტუსი ატლეტიკოსთნ 0:2 დამარცხდა, განმეორებითი შეხვედრა კი 12 მარტსაა ჩანიშნული.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.