NBA-ს მიმოხილვა

NBA-ს მიმოხილვა

მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა NBA-ში. ჰიუსტონ როკეტსი დალას მავერიქსს ესტუმრა და 94-93 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ სინტერესო და დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა მატჩის მოგება მეორე ნახევარში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სტუმართა ლიდერი ერიკ გორდონი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულითა და 2 მოხსნით გამოიჩინა.

სან ანტონიო სპურსმა მილოუკ ბაქსს უმასპინძლა და 121-114 მოუგო. მასპინძლებმა სასურველი შედეგის მიღწევა ძირითადად მესამე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლეს. თამაშის უდაოდ გამორჩეული მოთამაშე ლამარკუს ოლდრიჯი იყო. ამერიკელი გუნდს 29 ქულით, 2 პასით და 15 მოხსნით დაეხმარა.

ფენიქს სანსი გოლდენ სტეიტ ვორიორსს ესტუმრა და 115-111 მოუგო. შეხვედრის მოგება სტუმრებმა ბოლო პერიოდში მოპოვებული უპირატესობით შეძლეს. აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დევიდ ბუკერი იყო, რომელმაც 37 ქულას, 11 პასს და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

დანარჩენი შეხვედრებიდან ატლანტა ჰოუქსმა ნიო ორლეან პელისანსი 128-116 დაამარცხა, 105-97 დასრულდა მემფის გრიზლისა და ორლანდო მეჯიქის დაპირისპირება, ხოლო რაც შეეხება მინესოტასა და ნიუ იორკ კნიქსის თამაშს, მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 103-92 დამთავრდა.