ასენსიოს მსურველი შეემატა

ესპანელი შემტევით ბრიტანული გრანდი ინტერესდება. ცნობილია, რომ ნისწლიან ალბიონზე თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს. 

მარკოს ასენსიომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა ახალი გუნდის მაისური მოირგოს. The Mirror-ის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება. ცნობილია, რომ წითელ ეშმაკებში გადაბარგების წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არაა.

 

არახალია, რომ ასენსიო უკვე დიდი ხანია, რაც წასვლაზე ფიქრობს. ფეხბურთელს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ამიტომ ახალ გუნდში გადასვლასაც არ გამორიცხავს. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ მისი დამატება იუნაიტედის გარდა კიდევ რამდენიმე კლუბს სურს. ბლანკოსის მეოცე ნომრით ჩელსი, იუვენტუსი და ბაიერნი არიან დაინტერესებულები. ეს უკანასკნელი მზადაა  ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფლორენტინო პერესი 23 წლის შემტევს იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ 100 მასში მილიონზე მეტს გადაიხდიან.

 

ასენსიო რეალში 2016 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.