პროგნოზი: მანჩესტერ სიტი-შალკე

პროგნოზი: მანჩესტერ სიტი-შალკე

მანჩესტერ სიტი-შალკე

 

დრო: 12 მარტი, სამშაბათი, 23:59 საათი

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი, 36)

სტადიონი: ეტიჰადი (მანჩესტერი)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ჩემპიონთა ლიგა

შალკე ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტუნარიან ჯგუფში მოხვდა, სადაც 11 ქულა მოაგროვა და მხოლოდ პირველადგილოსან პორტუს ჩამორჩა. გელზენკირხენელებმა გოლების ძალიან დაბალი ბალანსი - 6:4 აჩვენეს. გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა 3 მატჩი მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა. 

 

მანჩესტერ სიტიმ ჯგუფური ეტაპი მარტივად გაიარა. მიუხედავად პირველ ტურში ლიონთან მარცხისა, ქალაქელებმა 4 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრეც გააგორეს და 13 ქულით F ჯგუფი ლიდერის პოზიციიდან დაასრულეს. სიტიმ 16 გოლი გაიტანა და 10-ით ნაკლები მიიღო. 

 

რაც შეეხება საპლეიოფო სტადიას, აქ გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და გელზენკირხენში შემდგარი შეხვედრა სიტიმ - 3:2 მოიგო (აგუერო, სანე, სტერლინგი/ ბენთალების დუბლი). 

 

შიდა ჩემპიონატები

ინგლისის რეკორდსმენი, მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებასაც ლიდერობს და ზედიზედ მეორე ტიტულის მოგების შანსი აქვს. ამჟამად ქალაქელებს 74 ქულა და ლივერპულთან მინიმალური უპირატესობა აქვთ. სიტიმ ამ სეზონში ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ყველაზე მეტი - 79 გოლი გაიტანა და 21 გაუშვა (საუკეთესო ბალანსი). 

 

ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის გამო, შალკე ბუნდესლიგაში წარმატების მიღწევას ვეღარ ახერხებს. მაშინ როდესაც, წინა სეზონში გელზენკირხენელები მხოლოდ ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნს ჩამორჩნენ, ახლა 23 ქულით მე-14 ადგილს იკავებენ და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ცდილობენ. ბურთების შეფარდება - 27:43. 

 

 

სათამაშო ფორმა

მანჩესტერ სიტის ყველა ტურნირზე ზედიზედ 9, პრემიერლიგაში კი 6 მოგება აქვს.

 

სიტიმ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 18 მატჩიდან 17 მოიგო.

 

ეტიჰადზე გამართული ბოლო 9 შეხვედრა სიტის გამარჯვებით დასრულდა. ქალაქელებმა აქედან 7-ში სულ ცოტა 3, ხოლო 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანეს. 

 

სიტიმ საშინაო კედლებში გამართული ბოლო 9 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.

 

სიტიმ ბოლო 19 საშინაო შეხვედრიდან 18 მოიგო და ერთში დამარცხდა, აქედან 13-ში კი მეტოქეთა კარი მინიმუმ 3-ჯერ აიღო.

 

პრემიერლიგაში სიტის საშინაო კედლებში დაგროვილი ქულების რაოდენობით (45) პირველი ადგილი უკავია.

 

სიტიმ ბოლო მატჩი 9 მარტს, პრემიერლიგის ეგიდით გამართა და ეტიჰადზე, ვოტფორდის - 3:1 დამარცხება მოახერხა (რაჰიმ სტერლინგის ჰეთ-თრიკი).

 

ჩემპიონთა ლიგაში სიტის მიერ ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში როგორც მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

სიტიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ექვს შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

 

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

 

სიტისთან, საშინაო არენაზე განცდილმა მარცხმა შალკეზე უარყოფითად იმოქმედა და მას მერე გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, ყველა მათგანში მინიმუმ 3 გოლი გაუშვა, ორში კი თავად საერთოდ ვერ გაიტანა.

 

შალკეს ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან ერთადერთი აქვს მოგებული, აქედან 6-ში კი დამარცხდა.

 

მეტოქის მოედანზე გერმანული კლუბი კიდევ უფრო ცუდად თამაშობს - ბოლო 13 მატჩიდან ორი მოგება და ზედიზედ სამი მარცხი.

 

სტუმრად ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში შალკეს კარი მშრალად არ შეუნახავს.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები აქამდე ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვედრიან. გარდა ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩისა, 2008 წლის ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც მანჩესტერ სიტიმ 2:0 იმარჯვა და ჯგუფის გამარჯვებულიც გახდა.

 

ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ პირველად, შორეულ, 1970 წელს წარდგნენ, როცა სიტიმ თასების მფლობელთა თასის ფინალი მოიგო.

 

ფაქტები მატჩის შესახებ

მანჩესტერ სიტის შემტევი ლეროი სანე, რომლის გოლითაც შალკემ პირველ მატჩში იმარჯვა, შალკეს აკადემიის აღზრდილია და მეშახტეების ღირსებას 2008-16 წლებში იცავდა. 

 

შალკეს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 16 მერვედფინალური დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული. პორტუსთან 2007/08 და ვალენსიასთან 2010/11 წლების სეზონში.

 

მანჩესტერ სიტიმ ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანში იმარჯვა (ჰოფენჰაიმთან 2 მატჩი - 2:1 და შალკესთან - 3:2).

 

ევროპული ტურნირების პლეიოფში, პირველი მატჩის საშინაო კედლებში წაგების შემდეგ, შალკე შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულა.

 

1964 წლის შემდეგ, შალკემ ზედიზედ ოთხ მატჩში მინიმუმ 3 გოლი პირველად გაუშვა.

 

დანაკლისი

მანჩესტერ სიტი: ბრავო, დე ბრუინი, ფერნანდინიო, სტოუნსი.

 

შალკე: შოპფი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერ სიტი: ედერსონი (მეკარე); ვოლკერი, კომპანი, ლაპორტი, ზინჩენკო (მცველები); ბერნარდო სილვა, გუნდოგანი, დავიდ სილვა (ნახევარმცველები); სტერლინგი, აგუერო, ლეროი სანე (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანეთი).

 

შალკე: ფარმანი (მეკარე); მატონდო, სტამბული, სალიფ სანე, ნასტაშიჩი, ოშიპკა (მცველები); მაკენიე, სერდარი, ბენთალები, მენდილი (ნახევარმცველები); იუთი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო (გერმანია).

 

პროგნოზი

პეპ გვარდიოლას ბიჭები საშინაო კედლებში მეტოქეებს თითქმის ყოველთვის ამარცხებენ. მანჩესტერ სიტი სახლში ძალიან ძლიერია, თანაც გუნდს სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აქვს და გაცილებით თავისუფლად ითამაშებს.

 

რაც შეეხება შალკეს, დომენიკო ტედესკოს სჯერა, რომ მის გუნდს პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია და სამშაბათს უფრო აგრესიული და შემტევი ფეხბურთის თამაშს შეეცდება.

 

მანჩესტერ სიტი მოიგებს @1.18

მანჩესტერ სიტი მინიმუმ ორ გოლს გაიტანს @1.22

 

სავარაუდო ანგარიში: 2:0 @6:75