ვირჯილ ვან დეიკი: ბაიერნთან 100%-ზე მეტია საჭირო

ბაიერნს პატივს ვცემთ, მაგრამ 1/4 ფინალის საგზური აუცილებლად ჩვენ უნდა დაგვრჩეს.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალურ შეხვედრაში ლივერპული ბაიერნს ესტუმრება. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 0:0 მორჩა და მეორე შეხვედრა უდიდეს ინტერესს ატარებს. მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით მერსისაიდელთა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა ისაუბრა.

 

„ბაიერნი ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. მიუნხენელბი მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები გამოვლენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა 1/4 ფინალში გავიდნენ.

 

როცა ასეთი დონის მატჩი იმართება, თითოეული მოთამაშე მოედანზე მაქსიმალურად იხარჯება. ჩვენი მიზანი რათქმაუნდა შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ბაიერნს პატივს ვცემთ, მაგრამ 1/4 ფინალის საგზური აუცილებლად ჩვენ უნდა დაგვრჩეს.

 

როდესაც მცველი ხარ ფორვარდების თამაში რაც შეიძლება კარგად უნდა შეისწავლო. რეკორდმაისტერში მეგავარსკვლავები თამაშობენ და მათ წინააღმდეგ 100%-ზე მეტი უნდა დავიხარჯოთ.“-განაცხადა ჰოლანდიელმა.