ახალი გოჩა გოგრიჭიანი

გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ გოჩა გოგრიჭიანი. ამჟამად 54 წლისაა, თავის დროზე კი კარგი თავდამსხმელი გახლდათ

. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლიც გაიტანა, მათ შორის, უელსთან 5:0 მოგებულ თამაშში თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე ნევილ საუთჰოლს.

გოგრიჭიანი კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, გოლი გოლზე გაჰქონდა ომონიაში... ასევე ბევრი გაიტანა რუსეთის ჩემპიონატში.

ახლა კი მისი შვილი გამოჩნდა ჰორიზონტზე. მასაც გოჩა ჰქვია, ასევე თავდამსხმელია, 18 წლისაა და როსტოვში ირიცხება. ჯერჯერობით, ახალგაზრდულ (იგივე, დუბლები) გუნდშია.

გოჩა გოგრიჭიანმა დღეს ზენიტის დუბლებს გაუტანა გოლი. რუსეთის მოქალაქე გახლავთ. რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. იყო კრასნოდარის, ცსკა–სა და სოჭის ახალგაზრდულ გუნდებში. როსტოვის ახალგაზრდულში ამ ზაფხულს გადავიდა და 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.