პროგნოზი: იუვენტუსი-ატლეტიკო

პროგნოზი: იუვენტუსი-ატლეტიკო

პროგნოზი: იუვენტუსი-ატლეტიკო

დრო: 12 მარტი, სამშაბათი, 23:59 საათი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია, 45)

სტადიონი: იუვენტუსს სტადიონი (ტურინი)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგა     

იუვენტუსმა H ჯგუფი ლოგიკურად, პირველი ადგილით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ტურინელებს იოლი სატურნირო გზა არ გამოუვიდათ და მათ მანჩესტერ იუნაიტედმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გუნდმა 6-დან 4 მატჩი მოიგო, 2 წააგო, 9 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა

 

მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდს საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა, სადაც მთავარ კონკურენტად დორტმუნდის ბორუსია ერგო. სწორედ გერმანელებთან იწვნია ბოლო 5 წლის ყველაზე დიდი მარცხი დიეგო სიმეონეს გუნდმა (0:4) და 13-13 ქულის დაგროვების შემდეგ, პირველადგილოსნის ბედი ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტა (მეორე მატჩი მადრიდში მასპინძლებმა - 2:0 იმარჯვეს). როხიბლანკომ ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 9 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა.

 

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ანუ იქ შედგა, სადაც მიმდინარე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

 

შიდა ჩემპიონატები

იუვენტუსი მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს. გუნდს იტალიის ჩემპიონატში მოგებათა რეკორდის დამყარების შანსი აქვს. ტურინელებმა 27-დან 24 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, შესაბამისად 75 ქულა მოაგროვეს და სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერები არიან. იუვენტუსი ნაპოლის 18-ქულიანი სხვაობით აღემატება და ზედიზედ მერვე ტიტულის მოგებას უახლოვდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 59 გატანილი და 17 გაშვებული გოლი აქვს, რაც საუკეთესო შედეგია როგორც ორივე კომპონენტში, ისე ბალანსის კუთხით. 

 

მადრიდის ატლეტიკო, რომელიც წინა სეზონში ლა ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამჟამადაც მეორე ადგილს იკავებს და 56 ქულას ფლობს. ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა - 7, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ რეალთან უპირატესობა 5 ქულაა. ბურთების შეფარდება - 39:17 (ყველაზე ცოტა გაშვებული).

 

სათამაშო ფორმა

 

იუვენტუსმა ზედიზედ სამი, ხოლო ბოლო 6-დან 5 მატჩი მოიგო.

 

იუვენტუსმა ყველა ტურნირზე ბოლო 16 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო.

 

ტურინული კლუბი საშინაო არენაზე ძალიან ძლიერია, ბოლო 10 შეხვედრიდან გუნდმა 9 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

 

ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში იუვენტუსმა მეტოქეებს მინიმუმ 3 გოლი გაუტანა.

 

იმ ბოლო 10 მატჩიდან 7-ში, რომელიც ბებერმა ქალბატონმა საკუთარ მოედანზე ჩაატარა, გოლი არ გაუშვა.

 

ბოლო მატჩი იუვენტუსმა 8 მარტს, შინ გამართა და უდინეზე 4:1 დაამარცხა.

 

ატლეტიკოს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, აქედან 3-ში გუნდმა მინიმუმ 2 გოლი გაიტანა და ყველა მათგანში კარი მშრალად შეინახა.

 

ატლეტიკომ ბოლო შეხვედრა 9 მარტს, ვანდა მეტროპოლიტანოზე გამართა და ლეგანესთან - 1:0 იმარჯვა.

 

ატლეტიკოს სტუმრად ზედიზედ 2 მოგება, ბოლო 11 შეხვედრიდან კი ერთადერთი მარცხი აქვს.

 

ატლეტიკოს მიერ სტუმრად ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან 8-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

ატლეტიკომ ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი მატჩიდან სამში მეტოქეებს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

 

ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ოთხ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

 

ატლეტიკოს მიერ ამ ტურნირში ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ. 2 მატჩი ატლეტიკომ მოიგო (1:0, 2:0), ერთი კი ფრედ დასრულდა (0:0).

 

ფაქტები მატჩის შესახებ 

ატლეტიკოს სერია ა-ს წარმომადგენელი გუნდების წინააღმდეგ ბოლო 10 მატჩიდან არცერთი წაუგია - 8 მოგება, 2 ფრე. ბოლოს მადრიდელები იტალიურ კლუბთან 2012 წლის ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დამარცხდნენ (უდინეზესთან). 

 

ეს იუვენტუსისთვის ჩემპიონთა ლიგაში მე-10 მერვედფინალია, აქედან 6-ჯერ გუნდმა გამარჯვებას მიაღწია, სამჯერ კი დამარცხდა. წინა სეზონში გუნდმა ტოტენჰემთან ითამაშა და პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ფრეს - 2:2 შემდეგ, სტუმრად - 2:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

 

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მატჩის წინ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა: „სამშაბათ საღამოს მიმართ პოზიტიური მოლოდინი გქონდეთ - უბრალოდ გჯეროდეთ. დიახ, ეს შესაძლებელია, თუმცა მიზნის მისაღწევად ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. გვინდა, რომ სტადიონზე ყველა დამსწრემ შესანიშნავი ატმოსფერო შექმნას. თქვენი დახმარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მოედანზე გოლის გასატანად, მოსაგებად და შემდეგი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად გავდივართ, რაშიც თქვენი გულშემატკივრობა უმნიშვნელოვანესი იქნება“.

 

დანაკლისი

იუვენტუსი: კუადრადო, ხედირა, დუგლას კოშტა.

 

ატლეტიკო: დიეგო კოშტა, ერნანდესი, ფელიეპ ლუიზი.

 

იუვენტუსი: შესნი (მეკარე); კანსელო, კიელინი, ალექს სანდრო (მცველები); ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (ნახევარმცველები); ბერნადესკი, რონალდუ, მანჯუკიჩი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია).

 

ატლეტიკო: ობლაკი (მეკარე); არიასი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი (მცველები); საული, როდრი, კოკე, ლემარი (ნახევარმცველები); მორატა, გრიზმანი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინა).

პროგნოზი

ბიანკონერის ამ მატჩში დსაკარგი არაფერი აქვს, გუნდი აუცილებლად შეუტევს და გოლსაც გაიტანს. თუმცა ატლეტიკო იმ გუნდებს შორის, რომელთაც ანგარიშის შენარჩუნება ძალიან კარგად გამოსდით, ერთ-ერთი საუკეთესოა.

 

დიდი ალბათობით, გოლს ორივე გუნდი გაიტანს, თუმცა მატჩი ფრედ დასრულდება და შესაბამისად, შემდეგი ეტაპის საგზურს ესპანური კლუბი მოიპოვებს.

 

მატჩი ფრედ დასრულდება @3.50

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @2.10

 

სავარაუდო ანგარიში: 1:1 @6.75