NBA-ს მიმოხილვა

NBA-ს მიმოხილვა

მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა NBA-ში. ვაშინგტონ ვიზარდსმა საკრამენტო კნიგსს უმასპინძლა და 121-115 დაამარცხა. მასპინძლებმა მატჩი პირველ და მესამე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობების ხარჯზე შეძლეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელიც გუნდს 27 ქულით, 9 მოხსნით და 9 პასით დაეხმარა.

მორიგი შეხვედრა მოიგო ჰიუსტონ როკეტსმა, რომელმაც შარლოტ ჰორნეთსს უმასპინძლა და 118-106 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე პერიოდები მასპინძლებმა აშკარად ჩააგდეს, გამარჯვება მაინც ჰიუსტონს დარჩა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კემბა ვოკერია, რომელმაც თავი 40 ქულით, 7 პასით და 10 მოხსნით გამოიჩინა.

ასევე საინტერესო გამოდგა იუტა ჯაზისა და ოკლაჰომა სიტის დაპირისპირება. მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 98-89 დასრულდა. ოკლაჰომამ წარმატების მიღწევა მეორე პერიოდში მოპოვებული მცირე უპირატესობით შეძლო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც 25 ქულას, 5 პასსა და 4 მოხსნას მოუყარა თავი.

დანარჩენი შეხვედრებიდან კლივლენდ კავალიერსმა ტორონტოს 126-101 მოუგო, ბრუკლინ ნეთსმა დეტროიტ პისტონს უმასპინძლა და 103-75 დაამარცხა, რაც შეეხება ლოს ანჟელეს კლიპერსისა და ბოსტონ სელტიკის დაპირისპირებას, მატჩი 140-115 დასრულდა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.