ტრეინერი

გინახავთ ეტლები, მადრიდში რომ რეალის ფეხბურთელები წაუყვანიათ ხოლმე ბერნაბეუზე სათამაშოდ?   

ძველი კაცები იტყოდნენ ხოლმე, მეორე მსოფლიო ომამდე რო დადიოდნენ სტადიონზე: კორნერიო, აფსაიტიო, შუტიო. ასევე - ტრეინერიო. ტერმინოლოგია ჯერ კიდევ ინგლისური ქონდათ შემორჩენილი. აი, იასონი რომ ამბობს პირველ მერცხალში: გოიჰკიპერი - მეკარეო.

 

 ახლა, ეს ამბავი ტრეინერის გამო გამახსენდა. დღეს სიტყვა ტრეინერი, ანუ შენი გამწვრთნელ-მვარჯიშებელი, სულ არავის ახსოვს. ერთი რუსულშია დარჩენილი, და ჩვენი რუსეთობის ბოლო დროებიდან გამოყოლილი ვიტყვით ხოლმე: მაგარი ტრენერიაო და ასე. ისიც, იმ გვიანდელი საბჭოელობის შემსწრენი, რახან იმ დროში ქუჩის სიტყვა ოფიციალურად ჯაბნიდა ხოლმე. ტელეეკრანსა და რადიო ხმაში წარმოთქმული, „ კარგი მწვრთნელიაო“, სალაპარაკო ენაში ნაკლებად გაილვებდა ხოლმე. კაი ტრენერიაო, იტყოდნენ.  ძველები ტრეინერიო, რაც ინგლისურიდან გადმოღებით ბევრად სწორია, ვიდრე გარუსულებული ტრენერი.

 

თუმცა, საკუთრივ ინგლისურ კლუბებში ეს თანამდებობაც დიდად აღარ არსებობს, ქოუჩო ეტყვიან. ქოუჩ  კიდევ ათას რამეს ნიშნავს. ვინც გავარჯიშებს დღეს ქოუჩი ბევრად მეტადაა, ვიდრე ტრეინერი. 

 

 

ასეა, თუ ისეა,  ეს ტრეინერი უფრო იმის გამო  გამახსენდა, რომ ზინედინ ზიდანი კვლავ დანიშნეს მადრიდის რეალის მწვრთნელად. ადრე გაჭირვების ტალკვესად მოვიდა და რაც რამ იყო, მოაგებინა და ახლაც თვალებში გამოახედებსო.  სანტიაგო სოლარიმ ვერ გაქაჩა მადრიდის პირველი გუნდი.  ახალგაზრდები წვრთნა, ბე გუნდიც. მთავარი რეალი კი  ვერა. დელ ბოსკესგან განსხვავებით.  ხდება ხოლმე.

 

 მაგრამ მანამდე. ხომ იყო ხულენ ლოპეტეგი. ყველას ეხსომება, რაც მოხდა. ლუდი „ბალწიკა“ კი არ ამჟავებულა და პუწინი კი არ გადარეულა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იწყინა, ნაკრების თავკაცმა ლოპეტეგიმ რაფერ დაუდო რეალს კონტრაქტი მსოფლიო თასის წინო და ეროვნული ნაკრები რაფერ გაწირა, ამხელა შეჯიბრის წინ: დაე. მოშორდეს აქედან და იყოს იმ რეალშიო.

 

 

გინახავთ ეტლები, მადრიდში რომ რეალის ფეხბურთელები წაუყვანიათ ხოლმე ბერნაბეუზე სათამაშოდ?   ანდა,  ზეიმი სიბელესის შადრევანთან? სიბელესის მოედანი მხოლოდ რეალის ზეიმისა არ არის, იქ ატლეტიკოც და ნაკრებიც ზეიმობს ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, საქმე  მაინც ტრეინერს ეხება.

 

ლოპეტეგი სულ შემოდგომის შუამდე იყო რეალის მწვრთნელი, მერე კლუბის გულისგულში დამკვიდრებული სოლარი დააყენეს. ახლა კი, ისევ ზიზუ გაახსენდათ.

 

 

 ხდება ხოლმე ასე: ლოპეტეგი და სოლარი ნამდვილი ფეხბურთის კაცები არიან. საქმეც ისეა, რომ ისინი წახდებიან, თუ არა, სულ მინდვრის კიდეზე იდგებიან და ტრეინერებად იმუშავებენ. ორივენი ჩაფლავდნენ, როგორც  დიდი გუნდის მწვრთნელები, მაგრამ მალევე ხელახლა დიწყებენ. სოლარი, რომელიც მომჯდარი კაცია რეალში, ეგებ იქავეც დარჩეს, ლოპეტეგი კი, ნამდვილად იპოვნის თავის გზას.

 

 ჰოდა,  ზიდანი მეორედ დანიშნეს. დათანხმდა. ბედნიერი ვარო.  ზიზუს არასდროს გაუწვრთნია ვინმე რეალის გარდა. მწვრთნელობაც მანდ  ისწავლა.  პირველ მოსვლაზე, გაწვრთნა და აღაზევა, ორწელიწადნახევარში სამჯერ მოიგო  ჩემპიოანთა ლიგა.  განუმეორებელია, სხვა ჯილდოები რომ არ ვახსენოთ. უნიკალური ამბავია.

 

 

 

 მერე განიხილავდნენ,  უფრო გუნდში დაალაგა ვითარება,  ვიდრე  ტაქტიკაო. ზოგნი, პირიქით ამბობენ, ტაქტიკა მოარგოო. ალბათ ორივე იყო.

 

 ახლა, ჩვენ რა ვთქვათ  ერნსტ ჰაპელი უფრო დიდი ტრეინერია, თუ ზიზუ? ტრეინერის ამბავში, თორემ ისე ვიცით, ორი კვირის წინ , ჩელსიმ, მოდიო და ზიზუ არ წავიდა. ეს ხმაც იყო.

 

 

 როგორც ასევე ძველად იტყოდნენ წყალგაღმა, ვერ მესმის და იცით რა? ზიდანი უფრო კაი მწვრთნელია, თუ რონალდო უფრო მაგარი ფეხბურთელი - აი, ეს კითხვა დგას.

 

 ზიზუ გასცემს პასუხს.