ბითაძემ ყოფილი გუნდი არ დაინდო

ბუდუჩნოსტი ადრიატიკის ლიგაზე დასკვნით მატჩს 17 მარტს გამართავს

საბედნიეროდ, გოგა ბითაძის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული და ქართველი ფორვარდი მოედანს მომდევნო თამაშშივე, ტრიუმფით დაუბრუნდა. 19 წლის ქართველმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. ადრიატიკის ლიგის იგ ტურში ბითაძის “ბუდუჩნოსტი” შრემსკა მიტროვიცაში “მეგა ბიმაქსს” შეხვდა და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით 77:70 დაამარცხა.

 

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ აღნიშნული მატჩის, არამედ, 21-ე ტურის საუკეთესო მაჩვენებელია. ასე რომ, დიდი შანსია, ბითაძე ადრიატიკის ლიგის ტურის MVP-ად დასახელდეს.

 

“ბუდუჩნოსტმა” ხორვატული “ცედევიტას” მსგავსად 15 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა, თუმცა, ვინაიდან მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩება, მე-3 ადგილი უკავია. პოდგორიცელები რეგულარული პირველობის დასკვნით შეხვედრას 17 მარტს, ისევ შინ, ზაგრების “ციბონასთან” გამართავენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.