პროგნოზი: ბარსელონა-ლიონი

პროგნოზი: ბარსელონა-ლიონი

ბარსელონა-ლიონი

დრო: 13 მარტი, ოთხშაბათი, 23:59 საათი

მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სტადიონი: ნოუ კამპი (ბარსელონა)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგა

 

ლიონმა საკმაოდ რთული ჯგუფიდან გააღწია. ფრანგულ კლუბს ისეთი მეტოქეები ჰყავდა, როგორებიც ინგლისის და უკრაინის ჩემპიონები, შესაბამისად მანჩესტერ სიტი და დონეცკის შახტარი და გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდი ჰოფენჰაიმია. ლიონი ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც F ჯგუფი წაუგებლად დაასრულა - 1 მოგება 5 ფრე, 6 ქულა. ბურთების შეფარდება - 12:11.

 

ბარსელონამ B ჯგუფი 4 მოგებით, 2 ფრით და შესაბამისად დაგროვილი 14 ქულით დაასრულა. გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ისეთ მეტოქეებს აჯობა, როგორებიც ტოტენჰემი, ინტერი და პსვ არიან. კატალონიელებმა 14 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 5 მიიღეს.

 

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ფრედ - 0:0 დასრულდა.

 

შიდა ჩემპიონატები

 

ბარსელონამ ბოლო თვის განმავლობაში, რამდენიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მატჩი მოიგო და ლა ლიგაში ზედიზედ მეორე ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოს მივიდა. მოქმედ ჩემპიონს 63 ქულა აქვს, მიმდინარე გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, უპირატესობა მეორეადგილოსან ატლეტიკოსთან - 7, ხოლო მადრიდის რეალთან 12 ქულას უდრის. ბარსელონას გატანილ/გაშვებული გოლების საუკეთესო ბალანსი აქვს (69:26).

 

ლიონი საფრანგეთის ჩემპიონატში ლილთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ოლიმპიკს 50 ქულა აქვს, მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ პსჟ-ს 21-ით ჩამორჩება, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფ მარსელთან უპირატესობა - 3 ქულის ტოლია. ბურთების შეფარდება - 47:33.

 

სათამაშო ფორმა

ბარსელონას ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 მოგება და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

ბარსელონას საშინაო კედლებში ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან არცერთი წაუგია.

 

ბარსელონამ შინ ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში მეტოქეთა კარი მინიმუმ ორჯერ აიღო.

 

კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

 

ლიონს ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 2 წაგება და 8 გამარჯვება აქვს.

 

მეტოქის მოედანზე ლიონს ბოლო სამი შეხვედრაა არ მოუგია, აქედან 2 კი წააგო, თუმცა იქამდე 13 შეხვედრიდან არცერთი დაუთმია.

 

ლიონმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 6 მატჩი ფრედ დაასრულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და ლიონს აქედან არცერთი მოუგია - ბარსელონამ 4 მატჩი მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა.

 

გუნდების ოთხ დაპირისპირებაში გოლის გატანა ორივე მეტოქემ შეძლო.

 

7-დან ხუთ მატჩში როგორც მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ბარსელონამ ლიონს ბოლო 3 მატჩი მოუგო.

 

ბარსელონამ ლიონს ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

 

ფაქტები მატჩის შესახებ

ცნობილია, რომ ოლიმპიკმა ნოუ კამპზე 5 000 ბილეთი დაჯავშნა. ლიონიდან ბარსელონას მიმართულებით (500 კილომეტრი) გულშემატკივართა 15 ავტობუსი გაემგზავრა.

 

ლიონის მცველები ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ლიონელ მესის (106) უნდა უფრთხილდნენ, რომლის ანგარიშზეც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი 26 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა, რითაც ევროპის ოქროს ბუცის დავაში ლიდერობს.

 

ლიონის მხრიდან საუკეთესო ფორმაში გუნდის ახალწვეული მუსა დემბელეა, რომლის ანგარიშზეც ამ სეზონში ყველაზე მეტი 15 გატანილი გოლია.  

 

დანაკლისი

ბარსელონა: რაფინია, ვერმაელენი.

ლიონი: მარკალი, მორელი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა: ტერ შტეგენი (მეკარე); ალბა, უმტიტი, პიკე, რობერტო, (მცველები); ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ნახევარმცველები); კოუტინიო, სუარესი, მესი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

 

ლიონი: ლოპესი (მეკარე); დუბისი, მარსელო, დენაიერი, მენდი (მცველები); ნდომბელე, აუარი (ნახევარმცველები); ტრაორე, ფეკირი, დეპაი, დემბელე (თავდამსხმელები). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ბრუნო ჟენესიო (საფრანგეთი).

 

პროგნოზი

ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. კატალონიელები განმეორებით შეხვედრას საშინაო არენაზე გამართავენ, თანაც გუნდი კარგ ფორმაშია ქვეყნის შიგნით ორივე ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტია და მთავარ საკლუბო ტურნირზე წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. 

 

საპირისპიროდ, ლიონი, რომელმაც პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საშინაო კედლებში გოლი არ გაუშვა, ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ისეთი გუნდი, რომლის შეტევის ხაზსაც ნაბილ ფეკირი, მემფის დეპაი და მუსა დემბელე აძლიერებენ, ბარსელონას შესუსტებული დაცვის გარღვევას იოლად მოახერხებენ. 

 

ბარსელონა მოიგებს @1.26

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.90

 

სავარაუდო ანგარიში: 3:1 @10.75