მაკგრეგორმა ფანებს მადლობა გადაუხადა

კონორ მაკგრეგორი ადამიანზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს. მაიამის ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ირლანდიელი სპორტსმენი დაინახა და მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, ეს ფაქტი კონორს არ გამორჩენია, მამაკაცთან მივიდა, ტელეფონი წაართვა და დაუმტვრია.

ამ ამბის გამო მაკგრეგორს სასამართლოში უჩივლეს. მაიამის პოლიციამ იგი გვიან ღამით სასტუმროში დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. მოგვიანებით სპორტსმენი 12 500 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

 

ამის შემდგომ მაკგრეგორმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია. მე კვლავინდებურად ვაგრძელებ მუშაობას. მინდა ჩემს ყველა მხარდამჭერს დიდი მადლობა გადავუხადო. მე თქვენ მიყვარხართ.“-განაცხადა კონორმა ინსტაგრამის მეშვეობით.

სხვათა შორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაკგრეგორი მსგავს სკანდალში გაეხვა. მისი მეგობარი და თანაგუნდელი არტიომ ლიობვი ბრუკლინში გაფრინდა, რათა ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანშის აღება სურს. რუს სპორტსმენს კონორიც გაჰყვა. ავტობუსში, რომლითაც სპორტსმენები გადაადგილდებოდნენ, მაკრგრეგორმა ჩხუბი ატეხა და იქაურობა ძალიან დააზიანა. სასამართლომ მას საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა გამოუტანა განაჩენად. სხვათა შორის განაჩენის ვადა სულ ახლახანს დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, როცა ბრიტანელი სპორტსმენი ნურმაგომედოვთან დამარცხდა, მცირე ინციდენტი მოხდა, რის გამოც მას 6 თვით ბრძოლებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.