პროგნოზი: ბაიერნი-ლივერპული

პროგნოზი: ბაიერნი-ლივერპული

 

პროგნოზი: ბაიერნი-ლივერპული

დრო: 13 მარტი, ოთხშაბათი, 23:59 საათი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია, 43)

სტადიონი: ალიანს არენა (მიუნხენი, გერმანია)

 

სატურნირო მდგომარეობა 

ჩემპიონთა ლიგა

 

მიუნხენელებმა ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვეს. ბაიერნს საშუალო სიძლიერის ჯგუფი შეხვდა, სადაც მთავარ კონკურენტად ამსტერდამის აიაქსი მიიჩნეოდა. ჰოლანდიელებთან ნათამაშებ 2 ფრეს ნიკო კოვაჩის გუნდმა აეკსა და ბენფიკასთან 2-2 მოგება დაამატა და ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე - 14 ქულით დაასრულა. რეკორდმაისტერმა E ჯგუფში ყველაზე მეტი - 15 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. 

 

ლივერპულისთვის პლეიოფში მოხვედრა ურთულესი ამოცანა გამოდგა. გუნდმა "სიკვდილის" ჯგუფში იასპარეზა და მერვედფინალში ისეთი გუნდების დამარცხების შემდეგ მოხვდა, როგორებიც პსჟ და ნაპოლია. საბოლოოდ, მერსისაიდელებმა 3 მოგებით 9 ქულა მოაგროვეს, საფრანგეთის ჩემპიონს ორით ჩამორჩნენ, 9 გოლი გაიტანეს, 7 მიიღეს და შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გავიდნენ.

 

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა გოლის გატანის გარეშე დასრულდა.

 

შიდა ჩემპიონატები

 

დეკემბერში დაწყებული პროგრესის შედეგად, წინა ტურში ბაიერნი ბუნდესლიგის გათამაშებას სათავეში მოექცა. ახალი წლის შემდეგ, დორტმუნდის ბორუსიას დიდი რეგრესი აქვს, რის შედეგადაც რეკორდმაისტერმა ქულათა რაოდენობა გაათანაბრა (57), ბურთების შეფარდებაში (62:27) გადაასწრო და პირველ პოზიციაზე აინაცვლა. მიუნხენური კლუბი გერმანიის თასის მეოთხედფინალშიც გავიდა, სადაც წითლები ქვედალიგელ ჰეიდენჰეიმს დაუპირისპირდებიან.

 

ლივერპული ბაიერნისგან რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდმა მოპოვებული პირველი პოზიცია გაანიავა და მანჩესტერ სიტის გადასწრების შესაძლებლობა მისცა. ამჟამად მერსისაიდულ გუნდს 73 ქულა აქვს, პრემიერლიგაში მეორე ადგილს იკავებს და მოქმედ ჩემპიონთან მინიმალური ჩამორჩენა აქვს. იურგენ კლოპის შეგირდები მანჩესტერ სიტის ვერც ბურთების შეფარდებაში აღემატებიან, სადაც მათი მაჩვენებელი ასეთია - 68:17. ლივერპული ინგლისის შიგნით ორივე თასიდან გამოვარდა და აქცენტს ისტორიაში პირველად ჩემპიონატის მოგებაზე აკეთებს.

 

სათამაშო ფორმა

ბაიერნს ზედიზედ სამი მოგება და 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

ბაიერნმა ბოლო 20 შეხვედრიდან ერთადერთი წააგო და 16 მოიგო.

 

რეკორდმაისტერმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან გოლი მხოლოდ ერთში გაუშვა, უკანასკნელ ორში კი მეტოქეებს მინიმუმ 2 ბურთი გაუტანა.

 

ნიკო კოვაჩის გუნდი სახლში კიდევ უფრო კარგად გამოიყურება. ალიანს არენაზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩი ბაიერნის გამარჯვებით დასრულდა, ბოლოს კი მასპინძლები 11 შეხვედრის წინ დამარცხდნენ.

 

ბაიერნმა შინ გამართული ბოლო 4 მატჩიდან 3-ში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

 

ბოლო მატჩი ბაიერნმა 9 მარტს, ბუნდესლიგაში გამართა და ვოლფსბურგი - 6:0 გაანადგურა (გნაბრი, როდრიგესი, მიულერი, კიმიხი, ლევანდოვსკის დუბლი).

 

ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

ლივერპულმა ყველა ტურნირის ჯამში ბოლო მატჩი 4 იანვარს წააგო, მას მერე გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა და აქედან 5 მოიგო.

 

ლივერპულს მეტოქის მოედანზე ბოლო 4 მატჩია არ წაუგია, თუმცა აქედან სამჯერ ფრე ითამაშა და ყველა მათგანში 2.5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

 

ლივერპულმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში კარის უსაფრთხოება სრულფასოვნად დაიცვა.

 

ლივერპულმა ბოლო მატჩი 10 მარტს, პრემიერლიგაში ჩაატარა და ენფილდზე ბარნლის - 4:2 სძლია (ფირმინოსა და მანეს დუბლები).

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ, ბაიერნს აქედან არცერთი მატჩი მოუგია.

ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ენფილდზე გოლის გატანის გარეშე დასრულდა. 2017 წელს, აუდის თასზე გამართული ამხანაგური მატჩი ლივერპულმა დამაჯერებლად - 3:0 მოიგო. რაც შეეხება ამ გუნდების გზების პირველ გადაკვეთას, ეს 2001 წლის ევროპის სუპერთასზე მოხდა, როცა ლივერპულმა - 3:2 იმარჯვა.

 

დანაკლისი

ბაიერნი: კიმიხი, მიულერი, რობენი, ტოლისო, კომანი.

ლივერპული: გომესი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი, მილნერი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბაიერნი: ნოიერი (მეკარე); ალაბა, ჰუმელსი, ზულე, რაფინია (მცველები); მარტინესი, ალკანტარა (ნახევარმცველები); რიბერი, როდრიგესი, გნაბრი (შემტევი ნახევარმცველები); ლევანდოვსკი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი (ხორვატია).

 

ლივერპული: ალისონი (მეკარე); ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი  (მცველები); ვეინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი (ნახევარმცველები); სალაჰი, ფირმინო, მანე (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).

 

პროგნოზი

ლივერპული რთულ მდგომარეობაშია. გუნდი იმ ეტაპზეა, როცა არჩევანის გაკეთება ორ პრინციპულ ტურნირის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის უწევს. იურგენ კლოპისა და მისი ფეხბურთელების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ისტორიული შანსის გამოყენება და ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებაა. რაც შეეხება ბაიერნს, მათ შიდა ასპარეზზე მდგომარეობა დალაგებული აქვთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაყურებლის ფაქტორიც ხელს უწყობთ.

 

ბაიერნი მოიგებს @2.16

ბაიერნი შემდეგ ეტაპზე გავა @1.95

 

სავარაუდო ანგარიში: 2:1@9.00