ბასილაშვილი: რეიტინგს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ

გაინტერესებთ იმ ტოპ ჩოგბურთელთა ჩამონათვალი, რომლებსაც პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე უჩემპიონიათ? 

ის უკვე მსოფლიოს 23-ე ჩოგანია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა თამამად შეიძლება პრეტენზია საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენობაზე განაცხადოს.

 

გაინტერესებთ იმ ტოპ ჩოგბურთელთა ჩამონათვალი, რომლებსაც პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე უჩემპიონიათ? ინებეთ: 2015 წელი - ნოვაჯ ჯოკოვიჩი, 2016 - ენდი მარი, 2017 - რაფაელ ნადალი და 2018 წლის 7 ოქტომბერი - ნიკოლოზ ბასილაშვილი.

 

ფაქტია, რომ ქართველი მეჩოგნე ისტორიას წერს ან იქნებ უკვე დაწერა? მან ხომ  ტოპ ოცეულის კარს მიუკაკუნა.

 

გულზე ხელი დავიდოთ და პეკინის ტურნირის დღევანდელ ფინალში, ხუან მარტინ დელ პოტროსთან, ალბათ ბევრი ბასილაშვილს განწირულად თვლიდა, თუმცა ჩვენებურმა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს თავისი ადგილი მიუჩინა.

ლიდერსპორტი, ნიკოლოზ ბასილაშვილს, პეკინში დაუკავშირდა და მასთან მცირე, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

 

-ნიკა, უპირველესად გილოცავთ. გვითხარი, რას გრძნობთ?

 

-პეკინის ტურნირი ბევრ საჩოგბურთო ვარსკვლავს მოუგია და მათ გასწვრივ ჩემი გვარი რომ ამოიტვიფრება უდიდესი სტიმულია. ყველა მატჩი მაღალ დონეზე ვითამაშე. ეს გამარჯვება ჩემთვის საამაყოა. 

 

-დელ-პოტროსთან ფინალზე რას იტყოდით? გულწრფელად გვითხარით, გჯეროდათ მოგების?

 

-დელ-პოტრო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ის, ერთ-ერთი საუკეთესოა და მაღალი დონის ჩოგბურთს თამაშობს. მარტო ის რად ღირს, რომ დიდი სლემი აქვს მოგებული. საინტერესო და საპასუხისმგებლო შეხვედრა გამოდგა.

  მოხარული ვარ, რომ ყველაფერს კარგად გავართვი თავი. მატჩამდე, გუნდთან ერთად გეგმა შევიმუშავეთ, რამაც გაამართლა. 

 

-სამომავლო გეგმები როგორია?

 

-სეზონის დასრულებამდე 3 ტურნირს ვითამაშებ. მთავარი მიზანია, ფიზიკურად კიდევ უფრო მოვღონიერდე და რაც მთავარია ჯანმრთელად დავრჩე.

 

-უკვე რეიტინგის 23-ე ნომერი ხართ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?

 

-სიმართლე გითხრათ, რეიტინგს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სამწვრთნელო შთაბთან ერთად ჩვენი მიზანია სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებში კიდევ უფრო მოვუმატო. ამის შემდეგ გამარჯვებებიც კიდევ იქნება.

 

-დაბოლოს, რამეს ხომ არ დაამატებდით?

 

-ყველა გულშემატკივარს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და პასუხისმგებლობას მანიჭებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.