დავითაშვილმა დაადასტურა

დავითაშვილი საქართველოში ბრუნდება, თუმცა გენტთან მოლაპარაკებები გრძელდება.

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ზუკა დავითაშვილი კარიერას ყაზანის რუბინში გააგრძელებდა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის შემტევით გენტი ინტერესდება. ამ ყველაფერზე თავად დავითაშვილს ვესაუბრეთ.

 

„რუბინიდან ინტერესი მართლაც იყო, თუმცა კონტრაქტის დეტალებზე ვერ შევთანხმდით. რაღაც წვრილ-წვრილი საკითხები იყო და საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა. რაც შეეხება გენტის ინტერესს, ბელგიელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ზაფხულამდე ჩემი იქ გადასვლა გამორიცხულია. 2-3 თვე ისევ ლოკომოტივში ვითამაშებ, შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

 

გენტის გარდა სხვა გუნდებიც იყვნენ ჩემით დაინტერესებულები, თუმცა ბელგიელთა ვარიანტი ყველაზე რეალურია.“-განაცხადა დავითაშვილმა.

 

დავითაშვილმა წინა სეზონი თბილისის ლოკომოტივში გაატარა. რკინიგზელთა რიგებში მან 19 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3 გოლით გამოიჩინა. იგი ასევე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ლიდერიც გახლავთ და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.