ტოჩინოშინი ოდნავ მოფერიანდა + [ვიდეო]

ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძემ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა და მოგება-წაგების  ბალანსიც გაათანაბრა. ოთხი დღის შემდეგ, ტოჩინოშინს 2-2 გამარჯვება და მარცხი აქვს.

 

ოსაკაში მიმდინარე სუმოისტთა წლის მეორე სუპერტურნირზე ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი ნიშიკიგი გახლდათ, რომელთანაც ქართველ სუმოისტს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი კი ჰქონდა (3:2), მაგრამ მაინც უხერხულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. ტოჩინიშინი რომ საუკეთესო ფორმისგან შორს არის სუმოს ქართველი გულშემატკივარი  კარგად უწყის და ჰარუ ბაშოზეც მისი მთავარი ამოცანა მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვებაა, რაც ოძეკის წოდებას შეუნარჩუნებს.

 

 

ლევან გორგაძემ, იაპონელი სუმოისტი და მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი კარიერაში მეოთხედ და შთამბეჭდავად დაამარცხა და ხასიათიც გამოიკეთა.

 

ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს, ტოჩინოშინი დოჰიოზე პირველ მაეგაშირა კაისეის პირისპირ დადგება, რომელმაც ჯერჯერობით მიმდინარე ტურნირზე გამარჯვების გემო არ იცის. იმედია, ამას ვერც ქართველ სუმოისტთან დაპირისპირების შემდეგ გაიგებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.