კიელინის 500 

იუვენტუსის კაპიტანი ლეგენდებს მიუახლოვდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში იუვენტუსმა ატლეტიკოს - 3:0 სძლია და ორი მატჩის ჯამში (3:2) შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

 

ტურინელთა ბრწყინვალე გამარჯვებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ შეიტანა, რომელმაც დღევანდელ მატჩში 90 წუთი ითამაშა.

 

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების ცენტრალური მცველისთვის, ეს ბებერი ქალბატონის მაისურით ჩატარებული მე-500 შეხვედრა იყო.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კიელინი იუვენტუსის ისტორიაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჩამორჩება. მასზე წინ ლეგენდარული მოთამაშეები: ჯუზეპე ფურინო (528), გაეტანო შირეა (552), ჯანლუიჯი ბუფონი (656) და ალესანდრო დელ პიერო (705) არიან. 

 

კიელინი ლივორნოს აღზრდილია, ის 2004/05 წლების სეზონში ფიორენტინაში გამოდიოდა, მას შემდეგ კი ბიანკონერის ერთგულია და ამ დროის განმავლობაში 35 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის მოგროვება მოახერხა.

 

14 წელიწადში, 34 წლის ფეხბურთელმა 7-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ კოპა იტალია, ამდენივე იტალიის სუპერთასი და სერია B მოიგო. გარდა ამისა, კიელინიმ იუვენტუსთან ერთად ორჯერ ჩემპიონტა ლიგის ფინალშიც ითამაშა (2015, 2017).