ბექჰემს საშინლად გაეხუმრენ...

ჯეიმს კორდენმა თანამემამულე ვარსკვლავი შოკში ჩააგდო

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ჯერ საკმაოზე მეტად ანერვიულეს, შემდეგ კი აცინეს. ყოველივე ამერიკულ ტელეშოუ The Late Late Show-ში მოხდა, რომელიც ოკეანისგაღმა ძალზედ პოპულარული გადაცემაა და მისი წამყვანი ინგლისელი მსახიობი  ჯეიმს კორდენია.

 

 

ბრიტანელმა მსახიობმა, თანამემამულე ბექჰემი გადაცემაში მიიწვია და ისეთი „ჩაუტარა“  ვეჭვობთ ახლო წარსულში ინგლისის ნაკრების, მანჩესტერ იუნაიტედის, რეალის, მილანის, პსჟ-ს და ლოს ანჟელეს გალაქსის ფეხბურთელი მცირე შოკს მიიღებდა. გადაცემამ, რომელიც ტელეკომპანია CBS-ზე გადის ალბათ არსებობის ისტორიაში ყველაზე სახალისო სერია გადაიღო და ამას ინტერნეტში გამოხმაურებებიც მოწმობს.

 

 

გეცოდინებათ, დევიდ ბექჰემს ლოს ანჯელესში ძეგლი გაუხსნეს და ასე დაუფასეს მას MLS-ის განვითარებაში შეტანილი წვლილი. გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმაც ბექჰემი მათ მიერ შექმნილი ქანდაკების სანახავად დაპატიჟა, ის კი ნანახით აღფრთოვანებული ნამდვილად არ დარჩენილა. ფეხბურთელი მალევე დაამშვიდეს და უთხრეს რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

 

გეცოდინებათ, რომ რამდენიმე წლის წინ რონალდუს მშობლიურ მადეირაში ძეგლი დაუდგეს, რომლის შემქნელებიც ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ. ალბათ იგივე განცდა ექნებოდა დევიდ ბექჰემსაც.

 

ნამდვილი ქანდაკება კი ბექჰემს 3 მარტს ლოს ანჯელეს გალაქსის სტადიონთან გაუხსნეს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.