საქართველო კრასნოდარში დახურავს

17 მარტს რუსეთთან ჯახია

ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის „შევარდენზე“ ემზადებიან. რუსეთთან მატჩამდე მათ მედიისთვის და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. 

 

შეგახსენებთ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა გერმანიის 52:3 ძლევით ტიტული მე-11-ედ მოიპოვეს. ჩვენი გუნდი 17 მარტს სტუმრად კრასნოდარში, საქართველოს დროით 16 საათზე ტრადიციულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს ეთამაშება და მისი ძლევით მერვე სლემის შესრულებას ანუ ყველა თამაშის მოგებას შეეცდება. 


 

მწვრთნელები და მოთამაშეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ტიტულის ნაადრევად დაუფლების მიუხედავად, კარგად ესმით მომავალი მატჩის მნიშვნელობა და კრასნოდარში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

 

მილტონ ჰეიგი:

 

„ძალიან კარგი ვარჯიში გამოგვივიდა. კრასნოდარში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ ვივარჯიშებთ. რამდენიმე მცირე ტრავმა გვაქვს, სერიოზული არაფერია, თუმცა პარასკევს მათ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გადავხედავთ და შემადგენლობასაც ამის შემდეგ დავასახელებთ“. ქართველებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსეთთან თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა და ვფიქრობთ, გულშემატკივარს კვირას კარგ წარმოდგენას ვაჩვენებთ. რუსეთის ნაკრები უწინდელთან შედარებით უფრო სწრაფი და ათლეტური გუნდია. მათ ყველა კომპონენტში ეტყობათ გაუმჯობესება და ბურთსაც სწრაფად ათამაშებენ. ახლა რუსეთის ნაკრებს უფრო ბევრი იარაღი აქვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“ 

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.