რამდენი ექნება ზიდანს ხელფასი?

მადრიდის რეალის ბოლო დროინდელი შედეგები საკმაოდ არასახარბიელოა. სეზონის დაწყების წინ გუნდი ხულიან ლოპეტეგიმ ჩაიბარა, თუმცა ესპანელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად ვერ გაართვა და თანამდებობის დატოვება მოუწია. მას შემდეგ ბლანკოსში სანტიაგო სოლარი მივიდა. არგენტინელმა თითქოს კარგად დაიწყო, თუმცა საშინელი შედეგების გამო კლუბის დატოვება მოუწია.

 

ფლორენტინო პერესს ახალი მწვრთნელის ძებნა არც დაუწყია და თანამდებობაზე ზინედინ ზიდანი დანიშნა. კაცი, რომელმაც ბლანკოსში 2.5 წელი იმუშავა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოაგებინა.

 

AS-ის ინფორმაციით ზიზუ წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსნებთ, რომ ფრანგმა სამეფო გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა.

 

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული თანხა იმის ნახევარია, რასაც დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოში იღებს. რაც შეეხებათ სხვა მწვრთნელებს, ჟოზე მოურინიო მანჩესტერში წლიურად 20 მილიონს იღებდა, ტოტენჰემის მესვეურები მაურისიო პოჩეტინოს 10 მილიონს აძლევენ, 8.5 მილიონს გამოიმუშავებს იურგენ კლოპი, ხოლო მასიმილიანო ალეგრი 8 მილიონს.