ნიკო კოვაჩი: ლივერპულმა ორივე მატჩში გვაჯობა

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ლივერპული შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბაიერნი შინ ლივერპულთან 1:3 დამარცხდა. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე შესაბამისად ინგლისელები გავიდნენ.

 

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან ნიკო კოვაჩმა ისაუბრა.

„იურგენ კლოპსა და მთლიანად ლივერპულს ვულოცავ გამარჯვებას. 1/4 ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს და ამაში ეჭვი არავის ეპარება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მერისაიდელებმა ორივე მატჩში გვაჯობეს.

 

ჩვენ ვცდილობდით, ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიგვეტანა ლევანდოვსკიმდე, თუმცა არ გამოგვდიოდა. ლივერპულელთა კარგმა თამაშმა გეგმები აგვირია. არ შეიძლება უარყოფითი შედეგი მხოლოდ კიმიხის არყოფნას დავაბრალოთ.

 

სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ორი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ.“-განაცხადა კოვაჩმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.