უჩა ლობჟანიძემ დაასრულა

უჩა ლობჟანიძემ კარიერა დაასრულა. 32 წლის მცველმა ბოლოს, თბილისის ლოკომოტივში თამაშისას ტრავმა მიიღო. გვითხრა, რომ ისედაც უკვე დრო იყო და თამაშის დასრულებას აპირებდა.

ლობჟანიძემ 51 მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში. თითქმის მუდმივად მარჯვენა მცველად  თამაშობდა. ნაკრებში ბოლოს 2017 წლის ზაფხულში ითამაშა: მოლდოვასთან სტუმრად 2:2.

 

"ჯერჯერობით, არ ვიცი, ფეხბურთში დავრჩები თუ არა. ჯერ არ გადამიწყვეტია. უბრალოდ, ვისვენებ".

 

უჩა ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა და გაიზარდა, 16 წლის ასაკში თბილისის დინამოს დუბლებში მოხვდა. თბილისის გარდა, ბათუმის დინამოშიც თამაშობდა. ასევე, ზესტაფონში, უკრაინის დნეპრში, კრივბასში, კვიპროსის ომონიაში, ყაზახეთის ატირაუში, სამტრედიაში და ბოლოს, ლოკოში.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.