ლევანდოვსკი: გაბრაზებული ვარ

ბაიერნის თავდამსხმელი გუნდის სათამაშო სტილს აკრიტიკებს


საკუთარ არენაზე ვიცე-ჩემპიონ ლივერპულთან (1:3) დამარცხების და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, მიუხენის ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მისი გუნდის თამაშს აფასებს. პოლონელი ფორვარდი გაბრაზებულია და ამბობს, რომ რეკორდმაისტერს გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია.

"ლივერპულთან პირველ მატჩში ჩვენ ვფრთხილობდით, არ ვრისკავდით და არ ვუტევდით. ანალოგიურად განვითარდა მოვლენები განმეორებით შეხვედრაშიც, სადაც აგრესიულ ფეხბურთზე უარი ვთქვით. ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით და ეს ჩვენი პრობლემაა.

საშინაო კედლებში გამოვდიოდით, თუმცა ეს თამაშში არ აისახებოდა. სწორედ ამიტომ, ინიციატივა ხელში ლივერპულმა აიღო და მომდევნო ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა.

ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ჩვენ ბაიერნი ვართ და გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ კონცენტრაცია მოვიკრიბოთ და ბუნდესლიგის მოსაგებად ვიბრძოლოთ".-თქვა გამოცდილმა პოლონელმა თავდამსხმელმა.

ლივერპულსა და ბაიერნს შორის პირველი მატჩი ენფილდზე - 0:0 დასრულდა, ალიანს არენაზე გამართულ განმეორებით შეხვედრაში კი, სადიო მანეს დუბლისა და ვირჯილ ვან დეიკის გოლის წყალობით, მერსისაიდელებმა ბავარიელები - 3:1 დაამარცხეს




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.