სად თამაშობს ჯაბა დვალი?

სად თამაშობს ჯაბა დვალი? 

34 წლის ფორვარდი რანგით მეოთხელიგელ ჭიათურაში გადავიდა. ჭიათურა შარშან ლიგა 3-ში იყო, მაგრამ ათეულში ადგილი ვერ შეინარჩუნა. გუნდს ხვიჩა ქასრაშვილი ჩაუდგა სათავეში. ქასრაშვილი ადრეც წვრთნიდა ჭიათურელებს...

 

საერთოდ, ქვედა ლიგებში არაერთ 30-ს გადაცილებულ ფეხბურთელს შეხვდებით, მაგრამ დვალი მაინც სხვანაირად საინტერესო ფიგურაა: საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის საუკეთესო ბომბარდირი და ასევე, პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს 2009 წელს, ზესტაფონის მაისურით, ირლანდიულ ლისბურნთან 6:0 მოგებულ მატჩში.

 

ჯაბამ საუკეთესო სეზონები თბილისის დინამოსა და ზესტაფონში გაატარა. ორივეგან ორ-ორჯერ გახდა ჩემპიონი. შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში თელავში იყო, სადაც 9 უგოლო მატჩი ჩაატარა.