ბუნდესლიგა ევროპაში შერცხვა

პირველად 2006 წლის შემდეგ 

ჩემპიონთა ლიგის 1/8  ფინალში ლივერპულმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რეკორდმაისტერი ბოლო გერმანული გუნდი იყო, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შემორჩა და ახლა აღარც კოვაჩის შეგირდები არიან.

 

აღსანიშნავია, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერც ერთი გერმანული გუნდი ვერ გავიდა. 13 წლის წინ საუკეთესო 8 გუნდში მილანი, ბენფიკა, ბარსელონა, ვილიარეალი, ლიონი, არსენალი, იუვენტუსი, ინტერი გავიდნენ, თასი კი ბლაუგრანას დარჩა.

 

მიმდინარე სეზონში ჰოფენჰაიმი ლიგის ჯგუფში ჩარჩა, დორტმუნდი ორი მატჩის ჯამში ტოტენჰემთან 0:4 დამარცხდა, შალკე მანჩესტერ სიტისთან 2:10 განადგურდა, ხოლო ბაიერნი როგორც უკვე გითხარით ლივერპულთან 1:3 დამარცხდა.