მბაპე იუვენტუსსაც მოუნდა

რადარზე იტალიური გრანდიც გამოჩნდა 

ტურინის იუვენტუსი ზაფხულში კილიან მბაპეს გადაბირებას შეეცდება. ცნობილია, რომ ფრანგი შემტევი მათთვის მთავარი სასურველი სატრანსფერო ობიექტი იქნება. ამის შესახებ Tuttosport-იდან ვიგებთ.

 

აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ფანებს ფრანგის გადაბირებას ატლეტიკოსთან მოგებული თამაშის შემდეგ დაჰპირდა. ასევე ცნობილია, რომ იტალიელები მის შესაძენად დიდი თანხის გადახდასაც არ დაიშურებენ.

 

არახალია, რომ მბაპე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია თუ ყველაზე მოთხოვნადი არა. მეგავარსკვლავის გადაბირება იუვენტუსის გარდა მადრიდის რეალსაც სურს. მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მსოფლიო ჩემპიონმა 34 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.