დემბელე ისევ ექიმებთან

როდის დაბრუნდება დემბელე?

უსმან დემბელე ტრავმირებულია. ფრანგ შემტევს, რომელიც ტრავმებისკენაა მიდრეკილი, ისევ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და გუნდს ვერ დაეხმარება. ფრანგმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ლიონთან მიიღო, სადაც თავი გოლითაც გამოიჩინა. 

 

მატჩის შემდეგ მე-11 ნომერს გამოკვლევა ჩაუტარდა და დაუდგინდა, რომ ბარძაყის ქვედა ნაწილი აქვს დაზიანებული. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ გუნდს იგი დაახლოებით ერთი თვით დააკლდება.

 

სათქმელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ხშირად ტრავმიანობს. იგი უკვე მეორე სეზონია, რაც ბარსელონას ფეხბურთელია და დროის დიდი ნაწილის გატარება ლაზარეთში უწევს.

 

მიმდინარე სეზონში დემბელემ 35 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.