კლოპი: ვან დეიკზე წიგნს დავწერდი

ლივერპულის მწვრთნელი ჰოლანდიელის თამაშით აღფრთოვანებულია 


ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ბაიერნთან მოგებულ (3:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში, მისი გუნდის ცენტრალური მცველის ვირჯილ ვან დეიკის თამაშით აღფრთოვანებულია.

"ვან დეიკს დიდებული საღამო ჰქონდა ის უბრალოდ შესანიშნავი იყო. მე ვან დეიკის შესახებ წიგნს დავწერდი, მის შრომისმოყვარეობაზე, შესაძლებლობებზე, ძალაზე და იმაზე, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი და ადამიანია.

ვირჯილი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს, იგი ძალიან ძლიერია ყველა ასპექტში. ამავდროულად მან იცის, რომ შეუძლია კიდევ უფრო უკეთესი გახდეს.

მიუნხენში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეორე ტაიმში ვაჩვენეთ ისეთი ფეხბურთი, როგორიც წარმატების მისაღწევად გვჭირდებოდა. აქ გამარჯვება რჩეულთა ხვედრია, ჩვენ კი ეს შევძელით".-თქვა გერმანელმა სპეციალისტმა, რომლისთვისაც რეკორდმაისტერი პრინციპული მეტოქეა.

ბაიერნთან მატჩში ვან დეიკი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მეორე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.