მოურინიო: რეალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ტყუილია, რომ სამეფო გუნდში დაბრუნება მინდოდა. ჩემსა და გუნდს შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა.

რამდენიმე დღის წინ მადრიდის რეალი კვლავ ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა. ფრანგმა ბლანკოსთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

 

ამ თემაზე მანჩესტერის ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

 

„კარგია, რომ რეალის სათავეში ისევ ზიდანი იქნება. მისი დაბრუნება როგორც ფრანგისთვის, ასევე გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ზიზუმ ბევრი რამ გააკეთა რეალისთვის და დარწმუნებული ვარ გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

 

რაც შემეხება მე, ტყუილია, რომ სამეფო გუნდში დაბრუნება მინდოდა. ჩემსა და რეალს შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა.“-განაცხადა პორტუგალიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ მოურინიო რეალში 2010-13 წლებში მუშაობდა. ესპანურ გრანდთან ერთად მან ესპანეთის თასი, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.