ჰიუსტონის სერია ჩემპიონმა დაასრულა

რაკეტები საშინაო არენაზე მეომრებთან დამარცხდნენ

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ ვორიორსმა ჰიუსტონ როკეტსს სტუმრად, ანგარიშით 106:104 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ რაკეტები, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში არიან, ბოლო 10 მატჩიდან პირველში დამარცხდნენ.

დღევანდელ მატჩში საუკეთესო მეომართა დამცველი კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც პარკეტი 30 ქულით დატოვა. გამორჩეული იყო კალიფორნიელთა ახალი ცენტრი დემარკუს კაზენსიც, რომლის მონაგრიც 27 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახდა. 20-იან ნიშნულს ოქროს შტატელთა კიდევ ერთი მოთამაშე სტეფ კარი გადასცდა, რომელმაც დაბადების დღე 24 ქულით აღნიშნა. კევინ დიურანტს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხებათ ჰიუსტონელებს, მათგან გამორჩეული ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც 29 ქულითა და 10 პასით ორმაგ დუბლს უწია. დუბლი კლინტ კაპელამაც გაიფორმა - შვეიცარიელმა სან-ფრაცისკოელებს 13 ქულა ჩაუგდო და ბურთი ფარიდან ამდენჯერვე მოხსნა.

გოლდენ სტეიტი 46 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ჰიუსტონი კი (42-26) მეოთხე ადგილს იკავებს.






მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.