სიტიმ ტედესკოც შეიწირა

შალკეს მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს

ამას წინათ ვწერდით, რომ გერმანული კლუბის, შალკეს ბოსებმა გულშემატკივრების გულის კვლავ მოსაგებად ერთგვარი აქცია დაიწყეს, რაც კლუბის მაისურების გაიაფებას ეხება. მათ გუნდის მაისურებზე ფასი 4-ჯერ დააგდეს და 19 ევროდ ყიდიან.

 

ალბათ შეხსენება არ არის საჭირო, რომ შალკე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში მანჩესტერ სიტისთან შერცხვა. მაისურებზე ფასის დაგდებაც ამის გამო მოხდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და დომენიკო ტედესკოც დაითხოვა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შალკეს მწვრთნელს სიტისთან 0:7-ს და ორი მატჩის ჯამში 2:10-ის წაგებას არ აპატიებდნენ.

 

შალკეს დროებით კვლავ ჰუბ სტევენსი გაწრთვნის, რომელიც ამ თანამდებობაზე ორჯერ - 1996-2002 და 2011-2012 წლებში მუშაობდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.