მორიგი ვერცხლი ლას ვეგასიდან

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში

ლას ვეგასის ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ვერცხლის მედლებით შეივსო.
 

 

102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა თაქთაქიშვილმა ატაცში სამივე ცდა (123, 127, 130) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში მისი საუკეთესო შედეგი 160 კილოგრამი აღმოჩნდა, რამაც მას ასევე ვერცხლის მედალი მოუტანა.

 

ასევე ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 290 კილოგრამით. აღსანიშნავია, რომ თაქთაქიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მედლებთან ერთად საქართველოს 2 რეკორდიც დაამყარა. ატაცში თაქთაქიშვილმა საკუთარი რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა. მისთვის ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდის ჯამში 3 კილოგრამით გაუმჯობესებული შედეგიც.