აფრიკაში ტოკიოსთვის

მეტოქეების ვინაობა  მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც ნაყოფიერ შეკრებას გაივლის, შემდეგ კი მისი სამხრეთით, ზიმბაბვეში გადაინაცვლებს და საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

 

ჩვენი გუნდი ევროპის გრან პრის სერიებისა და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და აფრიკული ტურნე მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

 

7-კაცამ სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში შეკრება ადრეც გაიარა და მწვრთნელები იქ მიღებული გამოცდილებით კმაყოფილი დარჩნენ. ამიტომ, როდესაც ზიმბაბვეს ტურნირიდან მოწვევა მიიღეს გადაწყდა, რომ მანამდე ერთკვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაევლოთ.

 

18 მარტს გუნდი ზიმბაბვეში ჩავა, სადაც ტრადიციული ტურნირი 23-24 მარტს გაიმართება, ჩვენი მეტოქეების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.