რისთვის დაიჭირეს მაკგრეგორი?

პორტალი TMZ-ი იმ ჩხუბის კადრებს აქვეყნებს

MMA-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი რომ გარკვეული ხნით დაპატიმრებული იყო ჩავლილი ამბავია. ირლანდიელი სპორტსმენის ვირის აბანოში წაყვანის მიზეზი კი ერთ-ერთ გულშემატკივართან ინციდენტი და შეხლა-შემოხლა გახლდათ.

 

პორტალი TMZ-ი იმ ჩხუბის კადრებს აქვეყნებს, რომელშიც მაკგრეგორი გულშემატკივარს დაუპირისპირდა. კონორმა მას ტელეფონი წაართვა და დაუმსხვრია, გაბრაზების მიზეზი კი ერთი შეხედვით უწყინარია. მაკგრეგორი გულშემატკივრის მიერ მისთვის ფოტოს გადაღებამ გააცოფა.

 

 

30 წლის კონორ მაკგრეგორს ბრალი ქურდობასა და ხულიგნობაში წაუყენეს, თუმცა 12,5 ათასი დოლარის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირლანდიელ სპორტსმენს სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა. 2018 წელს, ის ავტობუსს დაესხა თავს, რომელსაც UFC-ის სპორტსმენები გადაჰყავდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.