ლეონე ნაკარავა გლაზგოში ითამაშებს

ფიჯის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მეორეხაზელი ლეონე ნაკარავა მსოფლიოს თასამდე ფრანგულ რასინგში თამაშობდა. მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ მან კლუბში დაბრუნება დააგვიანა, რის გამოც რასინგმა მას კონტრაქტი გაუწყვიტა.

 

ნაკარავა დღეს საფრანგეთში ჩავიდა. პირადი ნივთები აიღო და პირდაპირ შარლ დე გოლის აეროპორტში გაემგზავრა, რადგან 1 იანვრიდან სეზონის ბოლომდე ის შოტლანდიურ ფრანჩაიზში, გლაზგზოში ითამაშებს.

 

აღსანიშნავია, რომ მისი საკუთარ რიგებში ხილვა ინგლისურ გუნდებს ჰარლიქვინზს და ბასს, ასევე ფრანგულ ტულუზს სურს. 

misha misha 17 დეკემბერი 2019 -00:58