ფრეები – თელავსა და თბილისში

ეროვნულ ლიგა 2–ში მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა.

გაგრამ თბილისში, მუხიანის ბაზაზე 0:0 ითამაშა ზუგდიდთან, რომელმაც პირველი ქულა აიღო. არც გაგრაა დალხენილი, ჯერ გამარჯვების გარეშეა: ორი ფრე და ერთი მარცხი. გაგრა ისეთი ვეღარ არის, შარშან სეზონში უმაღლესისთვის რომ იბრძოდა. შემადგენლობა თიტქმის მთლიანად შეიცვალა.   

 

თელავი–ცხინვალის შეხვედრაში, საწყის 21 წუთში გაიცვალა გოლები. თელაველთა გიორგი ერისთავმა გახსნა ანგარიში და მერე ცოტნე სამუშიამ გაათანაბრა. მასპინძლებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მეტს უტევდნენ, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს.   

 

გაგრა – ზუგდიდი 0:0

 

თელავი – ცხინვალი 1:1

 

გოლები: 1:0 ერისთავი (10), 1:1 ც.სამუშია (21)

 

16 მარტი

 

14:00. სამტრედია – შევარდენი

 

15:00. მერანი – შუქურა

 

17 მარტი

 

15:00. კოლხეთი–გურია