ოთხი ქართველი და ერთი გოლი

ყაზახეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ოთხმა ქართველმა ითამაშა.

ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ტობოლმა 4:1 მოუგო ელგუჯა ლობჯანიძისა და ლაშა კასრაძის ტარაზს. ოთხივენი სასტარტოში იყვნენ, სამმა ბოლომდე ითამაშა, ხოლო კვეკვესკირი 78–ე წუთზე შეცვალეს.  

 

ქართული გოლიც გავიდა: დამარცხებულთაგან ლობჯანიძემ პენალტი გაიტანა. შეგახსენებთ, ტანმაღალი ფორვარდი რუსთავიდან გადავიდა ტარაზში.

 

საინტერესოა, რომ კანკავამ კვლავაც ცენტრალურ მცველად ითამაშა.  უკვე მეოთხედ... ამხანაგურებიდან დაწყებული.  

 

და კიდევ, ყაზახეთშივე კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ორდაბასიმ 1:0 მოუგო ტობოლს.