ტორპედოს სტადიონზე საფარს ცვლიან

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბალახის საფარის გამოცვლა დაიწყო. საფარს ფეხბურთის ფედერაცია ცვლის. 

ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ სამუშაოები, დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება.

 

ტორპედოს მოედანი მართლაც საშინელ მდგომარეობაში იყო. ხარისხს რომ თავი დაანებო, ვიზუალურადაც ცუდი შესახედავი – ზოგგან მწვანე, ზოგგან ჩალისფერი, ზოგგან ყავისფერი...

 

უახლოეს საშინაო მატჩს ტორპედო 31 მარტს გამართავს, რუსთავთან. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ჩაატარებს საშინაო თამაშებს კახა ჩხეტიანის გუნდი.