კასილიასს ახალ კონტრაქტს უმზადებენ

არჩევანი კასილასზეა. ლეგენდარული მეკარისგან პასუხს უახლოეს დღეებში ელიან. 

იკერ კასილასს პორტუ ახალ კონტრაქტს სთავაზობს. Marca-ს ცნობით, პორტუგალიელები მას ახალ 1 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ ესპანელ კიპერს პორტუსთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ცნობისთვის, გუნდის ხელმძღვანელობას პასუხი მან უახლოეს დღეებში უნდა უთხრას.

 

კასილასი პორტუში 2015 წლის ზაფხულში რეალიდან გადავიდა. ერთი ხანობა იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და როგორც მოსალოდნელი იყო შესანიშნავ ფორმაშიც ჩადგა.

 

აქვე გეტყვით, რომ იკერს კარიერის MLS-ში გაგრძელების ვარიანტიც აქვს. ესპანელი მეკარის გადაბირება უკვე კარგა ხანია, რაც ერთ-ერთ ამერიკულ გუნდს სურს, თუმცა რეალის ყოფილი კაპიტანი ევროპის დატოვებისგან თავს იკავებს.