სარუსეთო შემადგენლობა ცნობილია

მატჩი 17 მარტს 16:00 საათზე დაიწყება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

 

ერთი კვირის წინ გერმანიასთან 52:3 გამარჯვებულ შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა - ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.

 

9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში ვასილ ლობჟანიძე ბრუნდება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია, ხოლო გერმანიასთან მარქაფაში იყო. ის თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება, რომელიც ნაკრებში ზედიზედ მეშვიდე მატჩს იწყებს. ამ წყვილით თამაშები შარშან ნოემბერში სამოასთან და ტონგასთან, ხოლო წელს რუმინეთთან და ესპანეთთან დავიწყეთ.


 

 

ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და ლაშა მალაღურაძის დუეტს ვიხილავთ, ერთ ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გერმანიასთან სამი ლელოს გამტანმა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კვესელაძე გამოჩნდა. სოსო მათიაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ ფრთაზე იდგა ფულბეკად ბრუნდება და ლაშა ხმალაძის ადგილს დაიკავებს.  

 

კაჭარავა კრასნოდარში 114-ე კეპს მოიხვეჭს და ყველაზე მეტი კეპის მქონე მერაბ კვირიკაშვილთან ჩამორჩენას მინიმუმამდე დაიყვანს. 90-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს ნემსაძე.

75-ე კეპს მოიხვეჭს სუთიაშვილი, ხოლო თხილაიშვილისთვის რუსეთთან მატჩი 50-ე იქნება. ნაკრებში მე-40-ე თამაშს ატარებს ზურაბ ჟვანია, გიორგაძეს კი მისი ნახევარი, 20 უგროვდება. 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.