ტორპედო: დრო გადის...

ისინი ქალაქის მერიისგან ითხოვენ, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებები დააჩქარონ. 3 თებერვლამდეა ვადა: მანამდე ყველა დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს და კერძო ინვესტორთან ხელშეკრულება გაფორმდეს.

 

მერია იტალიელ ინვესტორებს ელაპარაკება, ეს პროცესი კი გაიწელა. დავალიანება საკმაოდ დიდია - 3 მილიონ ლარამდე. თუ საქმეს თავი ვერ მოება, ტორპედო რეგიონულ ლიგაში (რანგით მეხუთე) დაქვეითდება.  ეს კი საკმაო დარტყმა იქნება ქუთაისელი ქომაგებისთის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაც.

 

ჩვენ ვცდილობთ, დეტალურად გაგაცნოთ მოლაპარაკებების პროცესზე, მაგრამ ისევ და ისევ სანდო წყაროდან ვიგებთ ინფორმაციებს, რომ ხვალ შეიძლება გაირკვეს, ან ზეგ შეიძლება გაირკვეს... დრო კი მიდის.    

 

ტორპედოში ძირითადი გუნდიდან ერთი ფეხბურთელიც კი არაა დარჩენილი.