ლიგა 2: შუქურამ თბილისშიც გაანათა

გაიმართა ეროვნული ლიგა 2–ის მესამე ტურის ორი მატჩი. ვერც სამტრედიამ მოიგო და ვერც მერანმა, არადა, აქამდე უდანაკარგოდ მიდიოდნენ.

ქობულეთის შუქურამ გასვლაზე 2:1 აჯობა მერანს, 7 ქულა აქვს და სამტრედიას გაუთანაბრდა. თენგიზ კობიაშვილის გუნდი ორი ბურთით იგებდა, მერე მერანს კაცი გაუძევეს და თბილისლეებმა სწორედ 10 კაცით შესძლეს გოლის გატანა. თუმცა საბოლოოდ, ზღვისპირელებმა იმარჯვეს.

 

სამტრედია–შევარდენი 0:0 დასრულდა. სხვათა შორის, ბოლო 15–20 წუთს თუ არ ჩავთვლით,  სამტრედიელებმა ვერაფრით აჯობეს მეტოქეს.

 

თუმცა შევარდენი ჯერჯერობით მოგების გარეშეა და მეტიც, გუნდს სამ მატჩში გოლიც არ გაუტანია.   

 

მერანი (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 1:2

 

გოლები: 0:1 ბულუხაძე (34), 0:2 კურმაშვილი (55), 1:2 გეწაძე (69)

 

გაძევება: ქარქუზაშვილი (65, მერანი)

 

სამტრედია – შევარდენი 0:0

 

17 მარტს ფოთში 15:00 საათზე დაიწყება კოლხეთი–გურია




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.