პროგნოზი: მილანი-ინტერი

პროგნოზი: მილანი-ინტერი

მილანი-ინტერი

  

დრო: 17 მარტი, კვირა, 23:30 საათი

 

მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია, 37)

 

სტადიონი: ჯუზეპე მეაცა, სან სირო (მილანი)

 

სატურნირო მდგომარეობა

დერბი დელა მადონინა გარდა პრინციპული მეტოქეობისა, უდიდეს სატურნირო მნიშვნელობასაც ატარებს. მილანური გუნდები მესამე ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან, ჩემპიონთა ლიგაში კი დიდი ალბათობით ორივე მათგანი გავა. მილანს 51 ქულა და მესამე ადგილი, ხოლო ინტერს 50 და შესაბამისად მეოთხე პოზიცია უკავია. ბურთების სხვაობაში ბალანსი თანაბარია, მილანმა 41 გოლი გაიტანა და 23 გაუშვა, ინტერის შეფარდება კი ასე გამოიყურება - 40:22.

 

სათამაშო ფორმა

მილანი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, მას მერე, რაც იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდში კჟიშტოფ პიონტეკი მივიდა, როსოენერი გამოცოცხლდა, გოლების გატანა და მატჩების მოგება დაიწყო. კონკრეტულად, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო ათი მატჩიდან შავ-წითლებს არცერთი წაუგიათ, 7-ში კი გამარჯვებას მიაღწიეს.

 

ბოლო 6 მატჩიდან 4-ში მილანმა კარი მშრალად შეინახა.

 

მილანმა სერია ა-ში ბოლო 5 მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

 

მილანმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ოთხ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

 

მილანი საშინაო კედლებში ბოლო პერიოდში იშვიათად მარცხდება. ზედიზედ 4 მოგება, 6-მატჩიანი წაუგებელი სერია, ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მარცხი - ასეთია სან სიროზე მილანის სათამაშო ფორმა.

 

რაც შეეხება ინტერს, გუნდს სეზონის პირველ ნახევარში არსებული სტაბილურობა აღარ ეტყობა. ტრავმირებული ლიდერების ფონზე, ინტერნაციონალი ჯერ ჩემპიონთა ლიგას, შემდეგ ევროპის ლიგას, ბოლოს კი კოპა იტალიასაც დაემშვიდობა და სერია ა-ში ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნებული მესამე ადგილი პირნციპულ მეტოქეს გადააბარა.

 

ინტერმა ბოლო 4 შეხვედრიდან ერთადერთი მოიგო და ორჯერ წააგო.

 

ინტერის მიერ ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში ორივე მეტოქემ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

ინტერს სტუმრად სამი შეხვედრა არ მოუგია, ხოლო ბოლო 12 მატჩიდან კი მხოლოდ 3-ში იმარჯვა.

 

ინტერის მიერ მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან 2-ში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

 

 

ურთიერთშეხვედრები

მილანს ინტერი ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში არ დაუმარცხებია, უკანასკნელ შეხვედრაში კი თავად დამარცხდა (1:0).

 

ინტერმა მილანის წინააღმდეგ ბოლო სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

 

გუნდების ბოლო სამ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

დანაკლისი

მილანი: ბონავენტურა, ძაპატა.

ინტერი: ვრსალკო, იკარდი, მირანდა, ნაინგოლანი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

მილანი: დონარუმა (მეკარე); როდრიგესი, რომანიოლი, მუსაჩიო, კალაბრია (მცველები); პაკეტა, ბაკაიოკო, კესიე (ნახევარმცველები); ჩალჰანოღლუ, პიონტეკი, სუსო (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი:  ჯენარო გატუზო (იტალია).

 

ინტერი: ჰანდანოვიჩი (მეკარე); დამბროსიო, სკრინიარი, დე ვრეი, ასამოა (მცველები); ბროზოვიჩი, ვესინო (ნახევარმცველები); პოლიტანო, მარიო, პერიშიჩი, მარტინესი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი (იტალია).

 

პროგნოზი

მილანი მესამე ადგილისთვის იბრძვის და ვიცე-ჩემპიონ ნაპოლისაც კი მიუალოხვდა, რომელსაც უკვე მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება. გატუზოს გუნდი პრინციპული მეტოქისგან განსხვავებით უკეთეს ფორმაშია. მილანმა სერია ა-ში ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და ბოლო 10-ში არ დამარცხებულა, მაშინ როდესაც ინტერს გამარჯვება ძალიან უჭირს.

 

დიდი ალბათობით, უპირატესობას მილანი დაეუფლება და გოლსაც გაიტანს, თუმცა ინტერი მშრალ ანგარიშს არ შეეგუება. ადვილი სავარაუდოა, რომ განსაკუთრებულად არცერთი გუნდი გარისკავს და შეხვედრა ფრედ დასრულდება.

 

მატჩი ფრედ დასრულდება @3.00

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.95

 

სავარაუდო ანგარიში: 1:1 @5.75




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.